მთავარი

დავამარცხოთ მსოფლიო შიმშილობა ნიშნავს დავამარცხოთ მსოფლიო სიღარიბე (Solving World Hunger Means Solving World Poverty)


ეხმარებით თუ არა გაჭირვებულ ხალხს და რა სიხშირით?

შიმშილის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები

დღესდღეიობით არსებობს მრავალი ორგანიზაცია, რომელნიც ცდილობენ რამენაირად დაეხმარონ გაჭირვებულებს და აღმოფხვრან ეს პრობლემა მსოფლიოში. ამ ორგანიზაციების სიაში შედიან:

World Food Programme (WFP)
მსოფლიოს მასშტაბით შიმშილობასთან მებრძოლი - World Food Programme (WFP) მსოფლიო სურსათის პროგრამა , რომელიც არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და საკვები პროდუქტების ფილიალი და მსოფლიოს უდიდესი შიმშილობის ჰუმანიტარული ორგანიზაციის მმართველი. WFP საკვებით უზრუნველყოფს საშუალოდ წელიწადში 90 მილიონ ადამიანს, რომელთაგან 58 მილიონი ბავშვია. 80ზე მეტ ქვეყანაშია ამ ორგანიზაციის ოფისი, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს , რათა მიიღონ საკმარისი საკვები ოჯახისწევრებისათვის.


Mary’s Meals

Mary's Meals - არის შოტლანდიური წარმოშობის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს დაარსდა და პირველად მალავიში მცხოვრები 200 ბავშვი დააპურა, ხოლო დროთა განმავლობაში მალე გაუწია პროპაგანდა უფასო სკოლის კვებას და დღესდღეობით 400 000 ბავშვი იღებს განათლებას და მას საშუალება აქვს სკოლაში მიიღოს სრულფასოვანი უფასო საკვები. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ეს ორგანიზაცია უამრავ ქვეყანას ეხმარება ბავშვების კვებაში , მაგალითად : ალბანეთი, რუმინეთი, მალავი, უგანდა, სუდანი, კენია, ზიმბაბვე, ჰაიტი , ინდოეთი და სხვა. აფრიკელ ბავშვთა უმრავლესობა სკოლაში იმის გამო არ მიდიოდა რომ მას არ ქონდა საჭმელი, დღესდღეობით კი სკოლაში თითოეულ მათგანს საშუალება ეძლევა მიიღოს განათლება და უფასო საკვები.

Bread for the World


პური მთელი მსოფლიოსათვის ერთ-ერთი ქრისტიანული გაერთიანებაა რომელიც აერტიანებს ადამიანებს, რომელთაც სურთ მსოფლიო შიმშილობის დამარცხება. ამ ორგანიზაციის წევრები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან  წერენ პირად წერილებსა და ელექტრონულ წერილებს და ხვდებიან  ერთმანეთს, ეკლესიებში , წირვებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომელთა მონაწილეც უამრავი ადამიანი გახდა, რომლებიც ერთად ცდილობენ შექმნან გარემო რომელიც გადალახავს სიღარიბესა და შიმშილს.


Stand For Africa

წყარო: 
www.wfp.org


No comments:

Post a Comment