მთავარი

დავამარცხოთ მსოფლიო შიმშილობა ნიშნავს დავამარცხოთ მსოფლიო სიღარიბე (Solving World Hunger Means Solving World Poverty)


ეხმარებით თუ არა გაჭირვებულ ხალხს და რა სიხშირით?

სიღარიბე სუხვის ფონზე



ვინ არის ღარიბი?
2005 წელს 7.6 მილიონი ამერიკული ოჯახი, ანუ ოჯახების 10% ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარზე, რაც 26 მილიონ კაცს შეადგენდა. როგორც წესი, სიღარიბის ზღვარზე მცხოვრებ ოჯახებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტი ერთმშობლიან ოჯახებს უკავიათ. მაგალითად, 2005 წელს აშშ-ში ასეთი ოჯახების რიცხვი 29% იყო, რაც თითქმის ექვსჯერ მეტია, ვიდრე ღარიბი სრული ოჯახების რაოდენობა. ცხადია, ერთ მშობელს შემოსავლების მიღების ნაკლები შესაძლებლობები აქვს. ისიც ცხადია, რომ ისინი დამატებით შეზღუდვებს აწყდებიან, რაც ამცირებს მათ მოქნილობას და ადაპტაციის უნარს გაუთვალისწინებელი მოვლენების და გარემოებების მიმართ. შეზღუდვები ზრდის დაბალი შემოსავლების ალბათობას, რისი შედეგიცაა სიღარიბე. გარდა ამისა, ბავშვების რაოდენობა ოჯახში პირდაპირ კავშირშია სიღარიბის გაჩენასთან იმიტომ, რომ დიდ ოჯახებს მაღალი შემოსავლები სჭირდებათ ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
სიღარიბე დაკავშირებულია ასაკთანაც - ახალგაზრდებში და მოხუცებში უფრო მეტია ღარიბი, ვიდრე საშუალო ასაკის ადამიანებს შორის. 2005 წელს დაახლოებით 12.9 მილიონი ბავშვი იმყოფებოდა სიღარიბის ზღვარზე, რაც ღარიბი მოსახლეობის 35%-ს შეადგენდა. ბავშვების შემთხვევაში, სიღარიბის წყარო მათი მშობლები არიან და არა თვით ბავშვები..

ბიბლიოგრაფია: თემურ კუპრავა ESM - თბილისი - ეკონომიკის და ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელიპრესტონის უნივერსიტეტის MBA   

No comments:

Post a Comment