მთავარი

დავამარცხოთ მსოფლიო შიმშილობა ნიშნავს დავამარცხოთ მსოფლიო სიღარიბე (Solving World Hunger Means Solving World Poverty)


ეხმარებით თუ არა გაჭირვებულ ხალხს და რა სიხშირით?

შიმშილის ცნება და განსაზღვრება

შიმშილი არის ტერმინი, რომელსაც 3 განმარტება აქვს: (ოქსფორდის ინგლისური ენის 1971 წლის ლექსიკონიდან)
  1. მძიმე ან მტკივნეული შეგრძნება, გამოწვეული საკვების სურვილით, მადის ძლიერი შეგრძნება, სრულიად გამოფიტული მდგომარეობა საკვების სურვილის დაუკმაყოფილებლობით
  2. საკვების ნაკლებობა ქვეყანაში
  3. ძლიერი სურვილი
წყარო: http://www.worldhunger.org/articles/Learn/world%20hunger%20facts%202002.htm 

        შიმშილობა-არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი აღარ ღებულობს მისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს ან ღებულობს, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით, ან კიდევ ამ ნივთიერებათა ათვისების პროცესი დარღვეულია.

        ადამიანს პატოლოგიური შიმშილობა შეიძლება განუვითარდეს საჭმლის უქონლობის ან უკმარისობის, საჭმლის მონელების და ათვისების დარღვევის დროს. შიმშილობა სრულია-, თუ ორგანიზმი ღებულობს მხოლოდ წყალს, არასრული-თუ მიღებული საკვები არ არის საკმარისი ენერგიის საერთო დანახარჯებთან შეფარდებით, აბსოლიტურიროდესაც ორგანიზმი არ ღებულობს არც საკვებსაც და არც წყალს.ენერგიის წარმოქმნა შიმშილობის მანძილზე თანდათან ქვეითდება.

        სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხეულის მასაზე (რაც უფრო დიდია მასა მით უფრო მეტია ენერგეტიკული რესურსები), ასაკზე ( ბავშვები უდრო მგრძნობიარეები არიან შიმშილის მიმართ), სქესზე (ქალები უფრო ამტანები არიან), ენერგიის ხარჯვაზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
       ადამიანისთვის შიმშილობის უკანასკნელი ზღვარია 65-80 დღე-ღამე (აბსოლიტური შიმშილობის დროს კი მხოლოდ რამდენიმე დღე)

ბიბლიოგრაფია: - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 1986 წლის გამოცემა, X ტომი, გვერდი 747-748


No comments:

Post a Comment