მთავარი

დავამარცხოთ მსოფლიო შიმშილობა ნიშნავს დავამარცხოთ მსოფლიო სიღარიბე (Solving World Hunger Means Solving World Poverty)


ეხმარებით თუ არა გაჭირვებულ ხალხს და რა სიხშირით?

შიმშილის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები

დღესდღეიობით არსებობს მრავალი ორგანიზაცია, რომელნიც ცდილობენ რამენაირად დაეხმარონ გაჭირვებულებს და აღმოფხვრან ეს პრობლემა მსოფლიოში. ამ ორგანიზაციების სიაში შედიან:

World Food Programme (WFP)
მსოფლიოს მასშტაბით შიმშილობასთან მებრძოლი - World Food Programme (WFP) მსოფლიო სურსათის პროგრამა , რომელიც არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და საკვები პროდუქტების ფილიალი და მსოფლიოს უდიდესი შიმშილობის ჰუმანიტარული ორგანიზაციის მმართველი. WFP საკვებით უზრუნველყოფს საშუალოდ წელიწადში 90 მილიონ ადამიანს, რომელთაგან 58 მილიონი ბავშვია. 80ზე მეტ ქვეყანაშია ამ ორგანიზაციის ოფისი, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს , რათა მიიღონ საკმარისი საკვები ოჯახისწევრებისათვის.


Mary’s Meals

Mary's Meals - არის შოტლანდიური წარმოშობის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს დაარსდა და პირველად მალავიში მცხოვრები 200 ბავშვი დააპურა, ხოლო დროთა განმავლობაში მალე გაუწია პროპაგანდა უფასო სკოლის კვებას და დღესდღეობით 400 000 ბავშვი იღებს განათლებას და მას საშუალება აქვს სკოლაში მიიღოს სრულფასოვანი უფასო საკვები. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ეს ორგანიზაცია უამრავ ქვეყანას ეხმარება ბავშვების კვებაში , მაგალითად : ალბანეთი, რუმინეთი, მალავი, უგანდა, სუდანი, კენია, ზიმბაბვე, ჰაიტი , ინდოეთი და სხვა. აფრიკელ ბავშვთა უმრავლესობა სკოლაში იმის გამო არ მიდიოდა რომ მას არ ქონდა საჭმელი, დღესდღეობით კი სკოლაში თითოეულ მათგანს საშუალება ეძლევა მიიღოს განათლება და უფასო საკვები.

Bread for the World


პური მთელი მსოფლიოსათვის ერთ-ერთი ქრისტიანული გაერთიანებაა რომელიც აერტიანებს ადამიანებს, რომელთაც სურთ მსოფლიო შიმშილობის დამარცხება. ამ ორგანიზაციის წევრები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან  წერენ პირად წერილებსა და ელექტრონულ წერილებს და ხვდებიან  ერთმანეთს, ეკლესიებში , წირვებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომელთა მონაწილეც უამრავი ადამიანი გახდა, რომლებიც ერთად ცდილობენ შექმნან გარემო რომელიც გადალახავს სიღარიბესა და შიმშილს.


Stand For Africa

წყარო: 
www.wfp.org


შიმშილობა აფრიკაში



















ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ შიმშილობის ფაქტი ყველაზე მეტად აფრიკის კონტინენტს ეხება.
XXI  საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას აფრიკაში შიმშილობა წარმოადგენსსამწუხაროდ სუსტმა ეკონომიკამ , სამეურნეო ადგილების  განადგურებამ და სიმცირემ  სავალალო შედეგი გამოიღო. აფრიკის კონტინენტის მცხოვრებთა  უმეტესობა შიმშილს განიცდის.

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკა სიდიდით მეორე კონტინენტია დედამიწაზე, იგი მაინც განიცდის სამეურნეო მიწების სიმცირეს. აქ მხოოდ 430 მილიონი აკრი მიწაა დასამუშავებელი, ეს რაოდენობა კი ამრიკის 1/5-ს შეადგენს.

მომღერლები აფრიკის დასახმარებლად

როგორ დავეხმაროთ აფრიკას?
საქველმოქმედო შემოწირულობები

1.  კვლევის საქველმოქმედო ორგანიზაციები აფრიკის ქვეყნებს უზრუნველყოფენ საკვებისა და ფინანსური რელიფით. დღესდღეობით ათობით  საქველმოქმედო ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, რათა უზრუნველყონ გადაუდებელი დახმარება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც შიმშილობს და ცდილობს გადარჩენას აფრიკის განვითარებად ქვეყნებში.
 2.  ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია დაეხმაროს აფრიკის მცხოვრებლებს და მათ ნებისმიერი საჩუქარი გაუგზავნოს. ზოგიერთი ორგანიზაციები, ისევე როგორც "GreaterGood"  საშუალებას გაძლევთ დააფინანსოთ და დაეხმაროთ სამხრეთ აფრიკის მომავალ თაობას კოლეჯში სწავლის გაგრძელებაში.  ორგანიზაცია "Care"  ებრძვის სიღარიბეს და მას შეუძლია თქვენს მიერ გაგზავნილი საკვები, სამედიცინო პრეპარატები და სხვა პირველადი მოხმარების საგნები გადასცენ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.
3.  ასევე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმო კონკრეტული საქველმოქმედო ორგანიზაცია და გააგზავნოთ ფული. 

მოიძიეთ თქვენთვის სასურველი საქველომოქმედო ორგანიზაცია, რათა მათთან თანამშრომლობით მოაწყოთ საქველმოქმედო ღონისძიება. შეთანხმდით ღონისძიების ტიპზე (თუნდაც ხელნაკეთი ნივთების ყიდვა გაყიდვა, სპორტული ღონისძიება)  , მოიძიეთ მოხალისეები. მედია საშუალებებით გაუკეთეთ თქვენს ღონისძიებას რეკლამა და შემოსული თანხა გადაეცით საქველმოქმედო ორგანიზაციას.


სიღარიბე და ჯანმრთელობა


სიღარიბეზე მოქმედი ფაქტორები:
  • პოლიტიკური
  • ეკონომიკური
  • სოციალური
  • დემოგრაფიული
  • გარემო
  • განათლება
  • ავადმყოფობა
  • უმუშევრობა
  • ომი და კონფლიქტები
  • და სხვა
მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენაში 2-ჯერ და  მეტად მაღალია
ავადობისა და და სიკვდილიანობის  მაჩვენებლები მაღალშემოსავლიანთან შედარებით.























სიღარიბე და ჯანმრთელობა (ფაქტები)
  •  ყოველწლიურად 8 მლნ ადამიანი კვდება, იმიტომ რომ არის ღარიბი
  •  მოსახლეობის უღარიბეს მეოთხედში 630 დედათა სიკვდილობის შემთხვევა აღირიცხება ყოველ 100000 დაბადებულზე, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 4-ის ტოლია უმდიდრეს მეოთხედში
  • ყოველწლიურად აღირიცხება მალარიის 350-500 მლნ. შემთხვევა, რომელთაგან 1 მლნ მთავრდება სასიკვდილო გამოსავლით: გარდაცვალების 90% მოდის აფრიკაზე
  • მოსახლეობის უღარიბესი მეოთხედის 41%-ს აქვს წონის ნაკლებობა უმდიდრესი მეოთხედის 3%--თან  შედარებით
  • დაბალგანვითარებული ქვეყნების მოსახლეობა უფრო მეტად არის მოწყვლადი გახდეს ავად და გარდაიცვალოს ახალგაზრდა ასაკში, ვიდრე მაღალგანვითარებული ქვეყნების მოსახლეობა
  • ისინი უფრო მეტად ცხოვრობენ ცუდ ეკონომიკურ პირობებში და აქვთ ჯანმრთელობაზე შეზღუდული რესურსები, ესენია ის ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ საფრთხის წინაშე დააყენონ ჯანმრთელობის მდგომარეობა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა

სიღარიბე და ბავშვთა ჯანმრთელობა (ფაქტები)
  • 25 ათასზე მეტი მეტი ბავშვის ბავშვის გარდაცვალება გარდაცვალება აღირიცხება აღირიცხება ყოველდღე ყოველდღე მსოფლიოში: 1  ბავშვი- ყოველ 3.5 წამში და  17-18 ბავშვი - ყოველ ერთ  წუთში
  • 10,5 მლნ გარდაცვლილი  ხუთ წლამდე ასაკის  ბავშვთა 97% ცხოვრობდა 
  • განვითარებად ქვეყნებში და გარდაცვალების ძირითადი მიზეზი იყო ისეთი 
  • ინფექციური დაავადებები, როგორიცაა პნევმონია, დიარეა კომბინირებული კვების ნაკლებობასთან
  • ხუთ წლამდე წლამდე ასაკის ასაკის ბავშვთა ბავშვთა გარდაცვალების 2 მილიონამდე შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ვაქცინაციის მეშვეობით
  • განვითარებადი ქვეყნების ბავშვების 27-28% განიცდის წონის ნაკლებობას, ან ზრდაში შეფერხებას
  • განვითარებად ქვეყნებში სასკოლო ასაკის 72 მლნ ბავშვი არ დადის სკოლაში, მათი 57% კი გოგონაა 

სიღარიბის განმარტება

სიღარიბის განმარტება:

ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება რესურსების, შესაძლებლობების, არჩევანის, უსაფრთხოებისა და უფლების მდგარი ან ქრონიკული დაკარგვით, რაც აუცილებელია ცხოვრების ადექვატური პირობებისა და სხვა სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების დასაკმაყოფილებლად.


სიღარიბე ცენტრალური  და აღმოსავლეთ 
ევროპისა და  დსთ დახმარებისა და-ის ქვეყნებში:
  • მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის დეფინიციის  მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის დეფინიციის (დღიური შემოსავალი ნაკლები 2,15$  2,15$ დღეში შესაბამისად,  , 100 მილიონზე მეტი ადამინი (მოსახლეობის 20%)  ცხოვრობდა სიღარიბეში 1998/1999 წლებში რეგიონში.
  • დანარჩენი 160   მილიონი (დაახლოებით 33%)  იყო ეკონომიკურად მოწყვლადი (დღიური შემოსავალი  2,15$--4,15$  - დღეში)
  • დახმარებისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად 1998-დან 2003 წლამდე 40 მლნ-ზე მეტმა თავი დააღწია სიღარიბეს და სიღარიბის მაჩვენებლი 12%-ით შემცირდა.
  • დღესდღეობით, 40 მლნ ადამიანი არის ღარიბი . ხოლო 100   მლნ. ეკონომიკურად მოწყვლადი

დიაგრამა:
მოსახლეობის ხვედრითი წილი რომელთა შემოსავალი 
ნაკლებია დღეში $1.25-ზე, 1990, 1999, 2005 (%)



წყარო: http://whiteband.caucasus.net/userfiles/Poverty%20and%20Health(1).pdf